
მაკა ჩიჩუამ გახარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ დაიწყო, განვითარდა და სადამდე მოვედით. ბოლო მოთხოვნა დაგვრჩა,
გახარია, წადი და მგონია, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. უნდა იყოს დიდსულოვანი, ამ ყველაფრის
შემდეგ თუ შესაძლებელია, და გადადგეს. ამდენი ახალგაზრდა, რომელმაც ეს მუხტი მოიტანა, ასეთი
გულწრთფელია ეს ხალხი და ნურავინ დაიბრალებს, ახალგაზრდებმა თვითონ გადადგეს პირველი ნაბიჯი და
პირველებმა თქვეს, არა ოკუპაციას!”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.