
"7 ნოემბერი ცხოვრებაში არ დამავიწყდება, იმიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ ის შეცდომები გამოვასწორო"
- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360
გრადუსი" განაცხადა. 20 ივნისის მოვლენების კომენტირებისას უგულავას გაღიზიანება წამყვანის შეკითხვამ გამოიწვია,
როდესაც ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ 7 ნოემბრის აქციაზე მაშინდელი მერიის თანამშრომლები პოლიციელების
ტანსაცმლით იმყოფებოდნენ.
"