
კობახიძე იზიარებს გუნდის პოზიციას, რომ შს მინისტრი არ უნდას გადადგეს.
„რაც შეეხება პარლამენტს გარეთ განვითარებულ მოვლენებს, დეტალებში არ შევალ, თუმცა მთავარი რაც უნდა ითქვას,
არის ის, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რომელიც თავისთავად არის ხელისუფლების
გადატრიალების მცდელობა და ბუნებრივია ამაზე პასუხი უნდა იყოს ხისტი.
რაც შეეხება შედეგებს, ყველაზე მძიმე იყო ადამიანების ფიზიკური დაზიანება, თვალის დაკარგვა, ამაზე საუბარი
რთულია.
რაც შეეხება სამართალდამცველების პასუხს, ეს იყო უალტერნატივო შეჭრის მცდელობა, რომელსაც სჭირდება პასუხი.
გადაცდომებთან დაკავშირებით, მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ წარიმართოს შესაბამისი გამოძიება ჩვენი საერთო
პოზიცია არის ის, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე 21 ივნისს გადადგა.