
"სანდრო, ალბათ, იღიმის, რომ მისი მეგობრები "ნაცები" გახდნენ", - ასე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის მამა,
გურამ გირგვლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსთაველზე მიმდინარე აქციას. როგორც ჩანს, მან "ნაციონალური
მოძრაობის" ლიდერების გვერდით სანდროს უახლოესი მეგობრები იხილა და ამით გაკვირვებულმა მათ გასაგონად ეს
ერთწინადადებიანი სტატუსი დაწერა. ეტყობა ვისი მისამართითაც იყო ნათქვამი, იმანაც გაიგო, რადგან მოგვიანებით მან
ეს პოსტი წაშალა კიდეც.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა
მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე
კრიტიკა გამოიწვია.