
მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკოსების მისამართით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა
"უკვე ოოო, ყველაფერს აქვს საზღვარი და ოქროს შუალედი და აი აქ დამთავრდა ჩემი მოთმინება და გეტყვით!!! მსგავსი მარაზმი, რაც ამ ულამაზეს და მრავალტანჯვაგამოვლილ ქვეყანაშია, იმის გამო, რომ სახელმწიფოდ ვერასოდეს ჩამოყალიბდა, არ მეგულება არსად!!!!!!!! სრულ მარაზმში ვიცხოვრე 90-იანებში, მერე 9 წელი და აღარ დამთავრდა... სახლი არა, შემოსავალი მიზერული და ნაქირავები სახლი, საჭმელი, ბავშვების კვება, ბაღი, ჩაცმა სავალდებულო. კომუნალური გასდასახადები და ნერვების გლეჯვა, დაუფასებლობა, იგნორი და სრული მარაზმი!!!!!!!