
"გახარია წადი" - ამ მოწოდებით ზუგდიდის ცენტრში თავისუფლების მარში გაიმართა. მსვლელობა სიმბოლურად
1922 წლის აჯანყების მემორიალთან დასრულდა. ახალგაზრდების აზრით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე
ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
აქციის მონაწილეების თქმით, კარგია ის, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა ძალაში რჩება
მთავარი - გიორგი გახარიას გადადგომა. შეკრებილებმა განმარტეს - სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრია
პასუხისმგებელი 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე.