
რუსეთში მოღვაწე მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Daily Storm-თან ინტერვიუში აქციებში მონაწილე
ბავშვებს შეშლილები და "ზომბირებულები" უწოდა.
"ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ
იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან,
დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა
უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და
ეს ყველაფერი დალაგდება," - ამბობს პავლიაშვილი.
მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია,
ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-
საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა
ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში
და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს," - თქვა რუსეთში მოღვაწე
მომღერალმა.