
ოპერის ქართველი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დღეს აქციაზე სიმღერას აპირებს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს.
"აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აუცილებლად მოდით, ძალიან გთხოვთ. ეს არის სამართლიანი აქცია. დღეიდან მე თქვენს გვერდით ვარ, სულიერად აქამდეც სულ თქვენთან ერთად ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა შორს ყოფნა საქართველოსთვის ასეთ მძიმე ჟამს. რუსეთი ოკუპანტია, რუსეთის კომუნისტი დიპლომატის ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის", - ამბობს ის.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.