
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
„შინაგან საქმეთა მინისტრი არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას, პირიქით, მან ბრძანა ბრძანების გაცემა არის მისი პასუხისმგებლობის ზონა. გვარები და სახელები ვინ რა ბრძანება გასცა მე არ ვიცი და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ ეს არ იყო ერთი ბრძანება, ეს იყო რამდენიმე ბრძანება, ან ხანდახან რისი უფლებაც აქვს საფრთხესთან მებრძოლ ადამიანს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, ამისთვის გვჭირდება გამოძიება“- განაცხადა თეა წულუკიანმა