-
2019-06-28 14:29
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა უმძიმესი სცენარი, აქედან გამომდინარე მინისტრს და შს სამინისტროს
ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე.
დღეს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბრიფინგი ჩაინიშნა, იყო საუბრები პრემიერ მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ,
თუმცა , მზგავსი შინაარსის განცხადება ბახტაძეს არ გაუკეთებია.
ამასთნ, მან აქციაზე დაშავებულ ადამინებზეც ისაუბრა:"„ჩვენ გვყავს დაშავებული მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები
და მათი ჯანმრთელობა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ვაკეთებთ
ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ
საუკეთესო ჰოსპიტალებში და ამასთან ერთად, თუ რამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ
საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები“, - განაცხადა პრემიერმა.