
მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუს წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 20 მაისის ღამის საპროტესტო აქციაზე
განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
“თუ მე, ჩემმა პოლიციელებმა, გადაამეტეს ძალაუფლებას ამაზეც პასუხისმგებელი ვარ მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,
რომ ვინმეს მივცემთ საშუალებას, ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს
მარგინალიზებული. რაც არ უნდა გვიწოდონ-ჯალათი, სისხლის მსმელი და კიდევ ბევრი რამ”-განაცხადა გახარიამ.