
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას
ქვეყანაში შექმნილ მოვლნებს გამოეხმაურა:
„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ
ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს.
თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს“,-
აღნიშნა ილია მეორემ