
აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ძალიან დრამატულად მიუდგა მიხეილ სააკაშვილის საკითხს.
დიპლომატი პეტრო პოროშენკოს ურჩევს, მმართველობის გაუმჯობესებითა და კორუფციასთან ბრძოლით დაკავდეს.
ამის შესახებ კურტ ვოლკერმა მაშინ განაცხადა, როცა შეკითხვა "სააკაშვილის გარღვევაზე" და მის ნაბიჯებზე დაუსვეს.
"თუ უკრაინას სამართლებრივი ქვეყნის აშენება სურს, მაშინ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს მოქალაქეობის დაცვის საშუალება სასამართლოში, პოროშენკო ნაკლებ დრამატულად უნდა მიუდგეს სააკაშვილს და ქვეყნის მართვის გაუმჯობესებაზე, კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაზე უნდა იფიქროს.", - განაცხადა ვოლკერმა.