
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლვოვის სასტუმრო "ლეოპილისიდან", სადაც ის პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევის შემდეგ იმყოფებოდა, გაუჩინარდა.
ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. გამოცემა წერს, რომ 13 სექტემბრის ღამით სააკაშვილი სასტუმროდან გავიდა და ღამის გასათევად არ დაბრუნებულა.
საღამოს მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები სასტუმროში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ავტობუსებსა ბატალიონ "დონბასის" მიკროავტობუსებში გადანაწილდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრნენ.
მანამდე მიხეილ სააკაშვილის თანმხლები პირები ჟურნალისტებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არსად აპირებს გამგზავრებას და ღამეს სასტუმროში გაათევს.
მიკროავტობუსი, რომელმაც სასტუმროდან სააკაშვილი წაიყვანა, მოგვიანებით უკან დაბრუნდა, მაგრამ მასში არც სააკაშვილი და არც სხვა პირები არ ისხდნენ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ ბრიფინგზე ლვოვში განაცხადა, რომ ქალაში დარჩენას არ აპირებს და უკრაინის რეგიონებში გასვლა დაანონსა, განაცხადა რა, რომ ის აუცილებლად ცავა კიევში უახლოეს მომავალში.