მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

Image

გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში დამონტაჟებულ უკანონო ბანერთან რუსი ოკუპანტები ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ავლებენ. ფოტო და ვიდეომასალას ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომელიც იქ სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიას ატარებს. 

 

"ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ ხნულის გავლების სამუშაოები ამ პერიმეტრზე უკვე მეორე დღეა, გრძელდება - გუშინ ოკუპანტები და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ხურვალეთის მიმართულებით მუშაობდნენ. 

 

ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ დღეს ადგილზე გრეიდერი მუშაობს. 10 სექტემბერს ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით ორჭოსანში მდებარე საოკუპაციო რუსული ბაზის სამხედრო ტექნიკა იცავდა იმ სასოფლო-სამეურნეო საშუალებებს, რომლებიც ხნულებს ავლებდნენ. 

 

შეგახსენებთ, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას უკავშირებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ამ ხნულებით ოკუპანტები თავიანთთვის ტერიტორიის მონიშვნას და უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ. 

 

"ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ გუშინ ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და პროცესს აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც ოკუპანტებმა ხნულების გავლება შეწყვიტეს, თუმცა, დღეს ისევ განაახლეს. 

xnulebi1.jpg

xnulebi2.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !