-
2017-09-11 21:19
მედიის ყველა ის წარმომადგენელი,რომელმაც გუშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა,უკრაინელ სამართალდამცველებს ,,შეგინის“ ზონაში ჰყავთ გაჩერებული.
მათ შორის იმყოფებიან ქართველი ჟურტნალისტები,როგორც კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი ადგილიდან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა ,,შეგინის“ გამშვებ პუნქტზე არიან გაჩერებულები.
ჟურნალისტებს სთხოვენ ახსნა- განმარტების დაწერას, იმ მოვლენებთან დაკავშირებით,რომელიც გუშინ უკრაინა პოლონეთის საზღვარზე განვითარდა. სამართალდამცავები ჟურნალისტებს 204-ე მუხლის პირველი ან მეორე მუხლის დარღვევას ედავებიან,რაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
,,ჩვენ არ ვწერთ ახსნა განმარტებას. მოვითხოვეთ,რომ დაესწრონ ამ პროცედურას ჩვენი იურისტები,თუმცა მათ შენობაში არ უშვებენ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები წერენ პროტოკოლს, რომლითაც მიმართავენ სასამართლოს, რომელიც მიიღებს გადაწყვტილებას რა სანქციას დაგვაკისრებს სასამართლო იქნება ეს ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა“-აცხადებს ბაღაშვილი სატელეფონი ჩართვისას.
მისივე თქმით, ამ დრომდე განმარტება არ გაკეთებულა,თუ რატომ არ უშვებენ იურისტებს შენობაში და რატომ არ აძლევენ უფლებას დაესწრონ პროცედურებს. მედიის წარმომადგენლებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და პირადი ნივთები.