ავაკოვი: გარღვევის მონაწილეები პოლიციაში, სააკაშვილი კი - შეგინის პუნქტზე უნდა გამოცხადდნენ

Image

"სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული" უწოდა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა შეგენის პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევას მიხეილ სააკაშვილის, დეპუტატებისა და სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ. 

 

ვრცელ სტატუსში, სადაც ავაკოვმა მომხდარი შეაფასა, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არავის ეპატიება. ავაკოვი წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში, სანამ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები გარღვევის სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებდნენ, ის იმაზე ფიქრობდა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. 

 

ავაკოვის თქმით, სწორედ მან გასცა ბრძანება, არ გამოეყენებინათ იარაღი და სწორედ მან არ გადაისროლა დამატებითი ძალები კრაკოვეციდან სეგინის მიმართულებით, ასევე, მისი ბრზანებით დააკავეს და კრაკოვეცის პუნქტს გაარიდეს ათეულობით "სპორტული აღნაგობის" ახალგაზრდა. 

 

არსენ ავაკოვი წერს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საკმაოდ მძიმე მუხლით და გამოთქვამს იმედს, რომ პროკურორები და მოსამართლეები მხარს დაუჭერენ ბრალდებას. 

 

"სააკაშვილმა და ყველამ, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთი: მივიდნენ შეგენის პუნქტზე და გაიარონ საზღვრის კვეთის გაფორმების პროცედურა, და/ან გამოცხადდნენ საემიგრაციო სამსახურის უახლოეს განყოფილებაში.

 

"გარღვევის" ყველა მონაწილე, მათ შორის, სახალხო დეპუტატები, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ პოლიციაში, ჩვენების მისაცემად", - წერს არსენ ავაკოვი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !