
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებდა, გეგმები და მარშრუტი რამდენჯერმე შეცვალა.
ის მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკოსებს, მისი პარტიის შტაბის წევრებსა და რადის დეპუტატებს ეკონტაქტებოდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ ცვლიდა.
მიხეილ სააკაშვილის 10 სექტემბერი მოვლენის გაშუქებაზე მომუშავე რამდენიმე მედიასაშუალებამ აღბეჭდა ფოტოზე. აქვე მოხვდა ვიდეოდან ამოჭრილი რამდენიმე საინტერესო კადრიც.
"აფხაზეთის ხმა" სწორედ ამ ფოტოების ნაკრებს გთავაზობთ.