-
2017-09-11 09:23
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრ სარიუშ ვოლსკის კომენტარიდან გახდა ცნობილი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას არ ჰქონდა უფლება, აეკრძალა ქვეყანაში შესვლა მიხეილ სააკაშვილისთვის და რომ ამით უკრაინამ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, ყველა ევროპული სტანდარტი დაარღვია.
ევროპარლამენტარის განმარტებით, სააკაშვილის საქმის მონიტორინგს პოლონეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები უწევენ მონიტორინგს.
სარიუშ ვოლსკი პირობას დებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადალახვის დროს არსებული შეფერხებების შესახებ საკითხს ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დააყენებს.