
"მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა შექმნილია ცარიელ ადგილას. მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ უკრაინას იმიჯის პრობლემა შეუქმნა, რაც ადრე არ ჰქონია", -
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სტივენ პფაიფერმა, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არაა დარწმუნებული, რომ სააკაშვილთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.