-
2017-09-11 00:09
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისმა მომხრეებმა უკრაინაში შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს, ლვოვში პოლიტიკოსებთან ერთად ჩავიდა.
ლვოვში მას გულთბილი და მეგობრული დახვედრა მოუწყო ქალაქის მერმა, რომელმაც ის ადრე ჩაიზე მიიპატიჟა და განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუშვას სააკაშვილის შეშვება ქვეყანაში.
ლვოვში მიხეილ სააკაშვილი იულია ტიმოშენკოსთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება, მედიას სამოქმედო გეგმას ისინი მოგვიანებით გააცნობენ.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეგინის პუნქტთან უკრაინის საზღვრის მასობრივი დარღვევისა და კორდონების გარღვევის დროს გვარდიის რამდენიმე ჯარისკაცმა დაზიანებები მიიღო. სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, საზღვრის დამრღვევთა ვინაობის დადგენის პროცესი უკვე დაწყებულია.
განცხადება გაკეთდა შსს-სგანაც. უწყება აცხადებს, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.