Страна: Грузия; Адрес: БОМЖ - მიხეილ სააკაშვილის მონაცემები უკრაინის მტრების საიტზე შეიტანეს

Image

"საზღვრის უკანონო გადაკვეთა. პირთა ჯგუფთან ერთად მესაზღვრეებზე თავდასხმა მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - ასეა კვალიფიცირებული უკრაინულ საიტ "მიროტვორეცზე" მიხეილ სააკაშვილის მონაცემები.

 

ეს საიტი 2014 წელს შეიქმნა და მასში შეჰყავთ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებებით არიან გამორჩეული, იქნება ეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა თუ ანექსირებული ტერიტორიების აღიარება, ან ამ ტერიტორიებზე ოფიციალური კიევის ნებართვის გარეშე შესვლა, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ბოევიკებისადმი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.

 

საიტის შექმნისთანავე მოიაზრებოდა, რომ ის შეიქმნა უკრაინის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს მფარველობის ქვეშ.

 

სააკაშვილის გვარის გასწვრივ, გრაფაში "ქვეყანა" საქართველოა აღნიშნული, ხოლო მისამართის ადგილას მითითებულია БОМЖ, რაც აბრევიატურის სახით აღნიშნავს პირს დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის გარეშე.

 

"მიროტვორეცის" ბაზაში მიხეილ სააკაშვილის შეტანამ უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლის ნაწილში აღშფოთება, ნაწილში კი ირონია გამოიწვია. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ბაზაში მოხვედრას იმსახურებდა.

რედაქტორის რჩევით

ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

2019-07-18 22:23
ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს-პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება

2019-07-18 20:31
პაატა სალია ნიკა გვარამიას რამდენიმე წუთის წინ შეხვდა. შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებიდნენ. 

რუსთავი-2 კი არა, BBC და CNN რომ ჩაიგდოს ხელში ივანიშვილმა, მაინც არაფერი ეშველება - ნათელაშვილი

2019-07-18 19:33
შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას ეხმიანება.

პაატა სალია რუსთავი 2 -ში მისვლას დღეს გეგმავს

2019-07-18 19:24
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. ამის შესახებ...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2191
0.0013
100
RUB
 - 
4.5608
0.0062
1
USD
 - 
2.8714
0.0027

გუშინ:

ჰიტები:744 უნიკალური:554

მიმდინარე:

ჰიტები:97 უნიკალური:85