
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავიდნენ, საიდანაც სააკაშვილი, ასევე კორდონების გარღვევით, უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა შეგინის პუნქტთან მდებარე სამი კორდონი გაარღვიეს და მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.