
მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებთან ერთად შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, ქვეითთა სარგებლობისთვის განკუთვნილი გასასვლელი, ისევე, როგორც სამანქანო, უკრაინის მხრიდან ჩაკეტილია.
მიხეილ სააკაშვილი მესაზღვრეებითა და სხვა სამაღთალდამცველების კორდონთან დადგა და განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც მათ არ უშვებენ უკრაინაში, სასაცილო და იდიოტურია: სასაზღვრო სამსახურის შეგინის პუნქტის ხელმზღვანელმა, გენერალ-მაიაორმა ეგოროვმა სახალხო დეპუტატებს განუცხადა, რომ უკრაინაში მათი შეშვება არ შეუძლია, რადგან საზღვარი დანაღმულია და მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება.
"ამ ბიჭებს მე არაფერს ვერჩი, ვამაყობ მათით, ისევე, როგორც ყველა უკრაინელი, მაგრამ ის, ვინც ბრძანება გასცა და ამ ბიჭებს აქ დგომა დაავალა, აუცილებლად დაისჯება. მეც ვიყავი მესაზღვრე და კარგად ვიცი, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში: ამ პერიმეტრზე უამრავი კამერაა და გამორიცხულია, ვინმეს ტერიტორია დაენაღმა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გენერალ-მაიორმა იულია ტიმოშენკოსგან მიიღო შეთავაზება, რომ დეპუტატები დაწერდნენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თავად აიღებდნენ პასუხისმგებლობას თავიანთ სიცოცხლეზე, თუმცა, ამ შეთავაზებაზე გენერალმა უარი განაცხადა.
სახალხო დეპუტატებმა მესაზღვრეებს შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვეს, სადაც მითითებული იქნება, რომ არსებობს ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა საზღვარი არ უნდა გადმოკვეთოს.
ამავე დროს, შეგინის უკრაინის მხარეს თავს იყრიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც შეგინისკენ კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გამოემგზავრნენ.