
"მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ დავკარგეთ დრო, მაგრამ არა ენთუზიაზმი და სიმტკიცე", - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, გზაში წასახემსებლად გაჩერდებიან.
პერემიშლიდან "კრაკოვიცეს" სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით ორი ავტობუსი დაიძრა: ერთში პოლიტიკოსები, მეორეში კი - მედიის წარმომადგენლები სხედან.