
დაახლოებით 40-დე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც დღეს დილით "კრაკოვეცზე" ავტობუსით მივიდნენ, პოლიციამ იმავე ავტობუსით უკან გააბრუნა.
40-დე ახალგაზრდა, რომლებიც "კრაკოვეცთან" დაბანაკებულმა სააკაშვილის მომხრეებმა "ტიტუშკებად" მიიჩნიეს, თავდაპირველად საზღვართან სააკაშვილის მომხრეთა პროვოკაციებისგან დასაცავად მისულმა ბატალიონმა "დონბასმა" მოაქცია ალყაში, შემდეგ კი პოლიციამ.
პოლიციელებმა "ტიტუშკები" აიძულეს, ავტობუსში ჩამსხდარიყვნენ და სასაზღვრო პუნქტი დაეტოვებინათ.