
"მიხო, კეთილი იყოს შენი მიბრძანება საქართველოში!", - ამ შინაარსის პლაკატით აპირებენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკები მიხეილ სააკაშვილის დახვედრას.
შეგახსენებთ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მყოფი ქართველები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან, რომელიც საზღვარს პოლონეთის მხრიდან რამდენიმე საათში მოადგება.
მხარდამჭერები ჩავიდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, ყველაზე დიდი კოლონა კიევიდან დილით გავა.
ადგილზე არიან სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები, რომლებიც მედიას მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებად წარმოუდგნენ. სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს "ტიტუშკები" უკრაინის ხელისუფლებამ პროვოკაციისთვის გამოგზავნა.