საბურთალოზე მცხოვრები ამომრჩეველი ზურაბ კალანდია აღშფოთებას გამოხატავს მასთან ქუჩაში გამოკითხვის დროს ჩაწერილი პოზიციის გაყალბებისა და კახა კალაძის მხარდამჭერ კლიპში გამოტანის გამო.
როგორც კალანდია "ფეისბუქზე" წერს, მისი ნათქვამი კლიპში დამახინჯებულია და კომენტარი, სადაც ამბობდა, რომ ნებისმიერი კანდიდატის არჩევა ვერაფერს შეცვლის, რადგან ჯერ საზოგადოებაა უნდა გაიზარდოს, კახა კალაძის მხარდასაჭერადაა გამოყენებული.
კლიპში კალანდია იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც საბურთალოს აწუხებს.
"ქუჩაში მთხოვეს ინტერვიუს ჩაწერა, მეც ვუთხარი რომ ახალი მერი ვინც არ უნდა აირჩიონ მაინც არაფრის მაქნისია რადგან იგივე საზოგადოების ნაწილია, რომლის თვითშეგნებაც უნდა შეიცვალოს და თავიდან აღიზარდოს. ამ ბო**ბმა კიდე, ქუდი დაადეს - ჩემი ხმა კახისო...", - წერს ზურაბ კალანდია.
ვიდეო პორტალ იუთუბზე ახლახან შექმნილმა არხმა "ჩემი ხმა კახის" გამოაქვეყნა.