
შეუშვებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთიდან უკრაინაში - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი "მოამბის" ჟურნალისტის ქეთი ქარდავას შეკითხვას პასუხობს.
უკრაინის მთავრობის წევრს შეკითხვა ჟურნალისტმა ესტონეთში დაუსვა, სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. პავლო კლიმკინის განცხადებით, მისი ქვეყნა სამართლებრივ გადაწყვტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის ივლისის ბოლოს ჩამოართვეს, როცა ის აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო და იგი უკანონოა, რის დადასტურებასაც სასამართლოში აპირებს და ამ მიზნით 10 სექტემბერს პოლონეთის მხრიდან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "კრაკოვეციდან" უკრაინაში შესვლას შეეცდება.
ამ განცხადებას დაემთხვა "კრაკოვეცის" სასაზღვრო პუნქტის უპრეცენდენტო გამაგრების პროცესი. უკრაინული მედია წერს, რომ იქ კიევიდან დამატებითი სასაზღვრო ძალები და ჯავშანტექნიკა გადაიყვანეს, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის გამაგრება დაიწყეს დამატებითი მესრებითა და მავთულხლართებით.