რუსი ოკუპანტები ორჭოსანი-ყარაფილისა და ერგნეთის მიმართულებით ისევ გააქტიურდნენ - "ძალა ერთობაშია" ინფორმაციას ავრცელებს

Image

შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები ყარაფილის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ოკუპანტების გააქტიურება ერგნეთის მიმართულებითაც შეიმჩნევა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომლის მოხალისეები, უკვე 46 დღეა, საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს ატარებენ.

 

"დღეს დილიდან აქტიურად მოძრაობს სამშენებლო ტექნიკა და სამხედრო "ურალები", "ნივები". სავარაუდოდ, ემზადებიან "запад 2017" სამხედრო წვრთნებისთვის, რომელიც დაიწყება 14 სექტემბერს და ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰპოვებს გამოძახილს.

 

ამავე დროს, ოკუპანტები გააქტიურდნენ ფრისი-ერგნეთის მიმართულებითაც. ჩვენმა მოხალისე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ აქამდე რუსი ოკუპანტები ორი ჯარისკაცით პატრულირებდნენ, ახლა კი, მას შემდეგ, რაც ოკუპანტების აქტივობაზე რამდენიმე ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ მესამე, სავარაუდოდ სნაიპერული შაშხანით შეიარაღებული პირიც დაემატა. ჩვენმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჯგუფმა შესაბამისი ფოტოებიც გადაიღო, სპეცტექნიკის მეშვეობით", - განაცხადა ორგანიზაციის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ

 

"აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ემიგრანტსა და დაინტერესებულ პირს იმ უანგარო და დროული თანადგომისთვის, რასაც ავლენენ ჩვენს მიმართ, სკეპტიკოსთა გასაგონად კი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც შემოდგომის და ვერც ზამთრის ამინდები ვერ იქნება ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, რათა სამოქალაქო მონიტორინგი გავაგრძელოთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

 

"ძალა ერთობაშია" ანტისაოკუპაციო მოძრაობაა, რომელიც სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე ატარებს, პარალელურად კი ტარდება აქცია "ფრთხილად, 400 მეტრში" რუსი ოკუპანტია!". უახლოეს პერიოდში მისიის გაფართოება იგეგმება, რაც მოხალისეების მოძიებას ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზეც გულისხმობს. 

 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის 46 დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლის იმ მონაკვეთზე, სადაც მისია მიმდინარეობს, რუსი ოკუპანტებისა და ცხინვალის რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების არცერთი ფაქტი არ მომხდარა. 

 

okkup.jpg

 

okkup1.jpg

 

okkup2.jpg

 

რედაქტორის რჩევით

ახალსოფელში ნინი ქარსელაძე ადგილობრივების მოთხოვნით იმღერებს

2019-04-25 18:08
ახალსოფელში ნინი ქარსელაძე ადგილობრივების მოთხოვნით იმღერებს.

„მეორე კლიპს ჩემს დაწერილ სიმღერაზე გადავიღებ“-ნუცა ბუზალაძე

2019-04-25 14:49
გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ , ყოველ ოთხშაბათს ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მომღერლებს...

ნიკ უესტისა და ნიკუშა კანდელაკის ქორწილი 11 მაისს დაიგეგმა

2019-04-25 13:18
ვარსკვლავური წყვილი ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი 11 მაისს იქორწინებენ.

მამუკა ჩარკვიანი 29 მაისს კონცერტს გამართავს

2019-04-25 12:27
მომღერალი მამუკა ჩარკვინი 29 მაისს კონცერტს გამართავს.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0067
0.0179
100
RUB
 - 
4.1654
0.0471
1
USD
 - 
2.7007
0.0023

გუშინ:

ჰიტები:477 უნიკალური:399

მიმდინარე:

ჰიტები:67 უნიკალური:54