«Офицеры России» - ორგანიზაციის წევრები ქობულეთში ისვენებენ

Image

ქობულეთში რუსული ორგანიზაცია «Офицеры России»-ს წარმომადგენლები ისვენებენ. ისინი საქართველოში მანქანებით შემოვიდნენ, სადაც საქარე მინაზე მიმაგრებული საშვი არც კი მოუხსნიათ. ერთერთი ასეთი მანქანის ფოტო ქობულეთში ირაკლი პარკაიამ გადაიღო. 

 

ფოტო ქობულეთში გასულ კვირასაა გადაღებული. როგორც ირაკლი პარკაია ამბობს, მანქანას, რომლის საქარე მინაზე საშვი იყო მიმაგრებული, შუახნის მამაკაცი მართავდა, რომელმაც შეკითხვაზე, საიდან აქვს ეს საშვი, უპასუხა: "ეს ხუმრობაა" და მანქანა ადგილიდან დაძრა. 

 

პარკაიას თქმით, მანქანა BMW X5 მარკისა იყო და რუსული სახელმწიფო ნომრებით გადაადგილდებოდა. 

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ორგანიზაციის წევრებმა და რამდენი ხნით აპირებენ დარჩენას საქართველოში. ასევე, უცნობია, რა არის საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების გარდა. 

 

«Офицеры России» რუსეთში საკმაოდ პოპულარული და გავლენიანი ორგანიზაციაა. მათ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია აერთიანებს ვეტერანებსა და მოქმედ ოფიცრებს, მათი ოჯახის წევრებს და ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც "მზად არიან ითანამშრომლონ ორგანიზაციასთან და თავიანთი წვლილი შეიტანონ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფაში". 

 

მთავარ პრინციპებს შორის ორგანიზაციას დასახელებული აქვს პროფესიონალიზმი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სურვილი, იცხოვრონ სამართლიან, სულიერად მტკიცე, ძლიერ და სტაბილურ სახელმწიფოში, ხვალინდელი დღის რწმენით. 

parkaia.png

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !