
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "აფხაზეთის ხმასთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, "ქართული მარშის" ერთერთი ინიციატორი და ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და ერეკლე მეორეს საზოგადოების ლიდერი არჩილ ჭყოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"ქართული მარშის ერთ ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა "ახალ თაობასთან"ინტერვიუში ფავორიტ პოლიტიკოსად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა და განაცხადა, რომ ექს პრემიერის ირგვლივ ეროვნული ძალები უნდა გაერთიანდნენ და მან პრეზიდენტად უნდა იყაროს კენჭი.
სადღობელაშვილის ინტერვიუ ერეკლე მეორეს საზოგადოების ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა შემდეგი კომენტარით: ასეთებმა დაღუპეს ღარიბაშვილიო. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილმა არჩილ ჭყოიძეს დაურეკა ,შეხვედრა და სტატუსის აღება მოთხოვა.
მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ "ქართული მარშის"უკან სწორედ ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დგას. ბოდიშს ვუხდი აუდიტორიას ჩანაწერში გამოყენებული უცენზურო გამონათქვამებისთვის", - აცხადებს ელისო კილაძე.