-
2017-09-03 11:05
მავთულხლართები, დამატებითი ბარიერები და ცოცხალი ძალის სახით - მესაზღვრეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები: ასე გამოიყურება სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "კრაკოვეცი" უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გააზიარა დავით საყვარელიძის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ აძლიერებენ კონტროლს და როგორ ღობავენ "კრაკოვეცის" სასაზღვრო ზონას დამატებითი ბარიერებითა და მავთულხლართებით.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელიდან "კრაკოვეცთან" დღის 12 საათზე მივა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, უკრაინაში მისი დაბრუნება არ აქციოს სანახაობად.
ასევე, შეგახსენებთ, რომ კიევში ჯერ მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავითი დააკავეს, ხოლო მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის პარტიის პრეს-სპიკერის დაკავების შესახებაც.



თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26