-
2017-09-03 10:54
რუსეთის მთავრობამ შეასრულა ბრძანება და გაათავისუფლა საკონსულო ობიექტები სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში”,-ინფორმაციას ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“რუსეთი, ამ შენობებს არ გამოიყენებს დიპლომატიური და საკონსულო მიზნებისათვის. შესასვლელი და შენობების შეკეთება განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით, რომელიც შენობების უსაფრთხოებისა და შენარჩუნების პასუხისმგებელია. რაც შეეხება დიპლომატების გაძევების საკითხს მათი გაძევება არ მომხდარა, რადგან მათ ამისთვის დრო მიეცათ”-იტყობინება “რია ნოვოსტი”.
რუსეთის საგარეო უწყების სპეცწარმომადგენელი მარია ზახაროვა კი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე რუსმა დიპლომატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.