ანაკლიაში "კორცხელის ზონდერებსა" და ბერას სამეგრელოს გუბერნატორი მასპინძლობს

Image

ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კორცხელის მოვლენების მონაწილე სპორტსმენებისა და ბერა ივანიშვილის ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

 

როგორც მისივე პოსტიდან ირკვევა, სპორტსმენები, რომელთა ნაწილსაც, ცნობილი მოვლენების გამო, სასამართლოს მიერ გირაო აქვთ შეფარდებულია, ჯემფესტის დაცვაში არიან დასაქმებული, ხოლო მათ, ბერასთან ერთად რეგიონის გუბერნატორი მასპინძლობს.

 

ეკა ხერხეულიძის ამ პოსტს, ნიკა მელია გამოეხმაურა: ,,კორცხელის ზონდერები და ბერა. ეჭვი მაქვს ოქტომბერში ისევ გადავიკვეთებით“.

 

,,ეს ადამიანები კორცხელის ცნობილი მოვლენების მთავარი მონაწილეები არიან. მათგან რამდენიმე სასამართლოს მიერ გირაო შეფარდებული გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარყოფს მათთან კავშირს, არჩევნები ახლოვდება და ცხადია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის წარმართვის პირობებში, მათ შანსი არ რჩებათ.

 

გამოსავალი ერთია - ძალმომრეობით შეინარჩუნონ მართვის სადავეები. მანამდე კი, საჭიროა იმ მოკავშირეების გამხნევება, რომელთაც "თავგანწირული ბრძოლა" მოუწევთ უსამართლო შედეგის შესანარჩუნებლად. ამისთვის კორცხელის მონაწილეები ჯერ ჯემფესტის დაცვაში დაასაქმეს და მათ გასამხნევებლად და მორალური მოტივაციის ასამაღლებლად ბერა მიიწვიეს.

 

ისიც ჩავიდა, სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია სავალდებულო სუფრით გაუმასპინძლდა და სამომავლო "გეგმებიც" განიხილეს. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. იმედია, დემოკრატიული არჩევანის მოკავშირეები ბევრნი ვართ და არ დავთმობთ ძალმომრეობით მიტაცებულ შედეგებს“ - წერს ეკა ხერხეულიძე.

korcx.jpg

korcx1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !