-
2017-07-21 00:16
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჯონ მაკკეინთან მის ურთიერთობას, გაცნობის დღიდან პოლიტიკური აქტივობების განმავლობაში იხსენებს.
"მე და ჯონმა ერთმანეთი 25 წლის წინ გავიცანით. 2008 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა დაბომბვა დაგვიწყო, ჯონმა დამირეკა და მითხრა: "მიშა, ეს ბრძოლაა, არც შენ და არც მე არასოდეს დავნებდებით". ამის შემდეგ გავიგე, რომ მას აქვს თავის ტვინის სიმსივნე და ახლა მე მინდა ვუთხრა: "ჯონ, ეს ბრძოლაა და შენ არასდროს დანებდები".
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. მაკკეინის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ: "ჯონ, მე და მელანია შენთვის ვილოცებთ".
ასევე ამერიკელ სენატორს მიმართა აშშ-ის ყოფილმა პირველმა პირმა ბარაკ ობამამ: "ჯონ მაკკეინი - ამერიკის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მებრძოლია , ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. კიბომ არ იცის, ვის შეეჭიდა. მიდი ჯონ, ჯოჯოხეთი მოუწყვე".