გალის "აფხაზიზაცია" ახალ ეტაპზე გადადის - "სამურზაყანოელ აფხაზთა ყრილობის" დეტალები

Image

გალის რაიონში, შესაძლოა, ქართველთა მასობრივი გააფხაზების პროცესი დაიწყოს: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას მეთაურობით ყველაფერს აკეთებს, რათა ეთნიკურმა ქართველებმა გვარი გადაიკეთონ და "ფესვებს დაუბრუნდნენ". 

 

19 ივლისს, გალის დღის აღნიშვნის პარალელურად, გალის კულტურის სახლმა ე.წ. სამურზაყანოელ აფხაზთა პირველ ყრილობას უმასპინძლა. 

 

"სამურზაყანოელ აფხაზთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ", რომლის ინიციატივითაც ყრილობა ჩატარდა, რეზოლუცია მიიღო, სადაც პირდაპირაა დაანონსებული გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა მორიგი შევიწროების გეგმა. 

 

რეზოლუციის პირველივე პუნქტში აღნიშნულია:

 

"ჩვენ, სამურზაყანოელ აფხაზთა ორგანიზაციის წევრები, მივმართავთ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ყველა მცხოვრებს, რომელთა გვარები და ეროვნება სტალინისა და ბერიას დროს შეიცვალა და ძალადობრივ ასიმილაციას დაექვემდებარა, გაიხსენონ თავიანთი ფესვები და გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ". 

 

რეზოლუციაში კიდევ სამი მუხლია, სადაც ავტორები ე.წ. პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, ასევე, აფხაზეთის დასავლეთში მცხოვრებ აფხაზებს მიმართავენ და კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ, რათა გვარის შეცვლა გამარტივდეს, ხოლო "სამურზაყანოელი აფხაზების" ბავშვებს შეექმნათ მაქსიმალური პირობები და კომფორტი - გაიხსნას მათთვის სკოლები, ინტერნატი, მიეცეთ ინტეგრირების საშუალება.

 

"აფხაზიზაციის" პროცესი გალის რაიონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. ცოტა ხნის წინ თემურ ნადარაია "სამურზაყანოელ აფხაზთა ორგანიზაციის" წარმომადგენლებსაც შეხვდა და ყრილობაც სწორედ მაშინ დაიგეგმა. 

 

გალის რაიონში მიმდინარე პროცესებსა და ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ გაკეთებულა. 

 

afxaz.jpg

afxaz-gal.jpg

რედაქტორის რჩევით

დარჩება თუ არა გიორგი გაბუნია არხზე-„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორის განცხადება

2019-07-20 13:00
„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ გიორგი გაბუნიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც...

მოსახლეობის 35%-ის აზრით, ხელისუფლების მთავარი მიღწევა „არაფერია“

2019-07-20 10:19
(IRI) კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 35...

ვინ შეარჩევს „ოსკარზე“ საქართველოდან წარსადგენ ფილმს?

2019-07-20 10:10
ცნობილია კომისია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის...

ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ ყოველთვის ჩემი, ხალვაში კი ხელის ბიჭი იყო

2019-07-20 10:05
ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიკიდევ ერთხელ  განუცხადა, რომ რუსთავი2 მისი ...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2410
0.0219
100
RUB
 - 
4.5787
0.0179
1
USD
 - 
2.8845
0.0131

გუშინ:

ჰიტები:853 უნიკალური:687

მიმდინარე:

ჰიტები:565 უნიკალური:435