საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები საოკუპაციო ზოლთან გავიდნენ

Image

საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. პეტრო პოროშენკო, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ოძისში ჩავიდა.

 

პეტრო პოროშენკომ ოძისის ქართული საგუშაგოდან ოკუპირებული ახმაჯის რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერა. პრეზიდენტებმა ოძისიდან ერთი კილომეტრის მანძილზე განთავსებული რუსული ბაზა დურბინდით დაათვალიერეს.

 

ოძისიდან ორი ქვეყნის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში ჩავლენ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

საოკუპაციო ზოლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პეტრო პოროშენკო ევროკავშირის მონიტორებისგან ადგილზე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სოფელ ხურვალეთში უკრაინის პრეზიდენტს საოკუპაციო ზოლის უფრო ახლოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

 

პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს ნახავს, სადაც ე.წ საზღვარი მავთულხლართებითაა დაფიქსირებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ვანიშვილების ოჯახს გასაუბრება.

 

მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკა და ორ ქვეყანას შორის ერთიანი პოზიციის არსებობა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პეტრო პოროშენკოს მიერ გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო.

 

ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოდან მიმართა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !