-
2017-07-17 23:01
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისში ჩამოფრინდა. აეროპორტში მას ვიცეპრემიერი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, გიორგი ვაშაძეც შედის.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ის პოროშენკოს მრჩეველია და სწორედ ამ სტატუსით იქნება წარმოდგენილი ოფიციალურ დელეგაციაში.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დაგეგმილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრების დროს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირების საკითხი, ვაშაძე პასუხობს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხის განხილვას არ აპირებს.
„არ მაქვს ინფორმაცია, ქართული მხარე რა საკითხის დასმას აპირებს, მაგრამ რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, მსგავსი საკითხის განხილვას არ აპირებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.