-
2017-07-06 12:22
ტვ "იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტში" ჩართვისას, ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა კოტე იოსელიანმა მსახიობ გია კორკოტაშვილის რეპლიკას: "უკან გაიხედე, რა მრენდი გარტყია"(კოტე იოსელიანი ენმ-ს ბანერის ფონზე გამოდიოდა) რეპლიკითვე უპასუხა.
მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
კოტე იოსელიანი: "ყველამ თავის ბრენდს მიხედოს, ვისაც რა არტყია".
გია კორკოტაშვილი: "თქვენ იყავით მწვალებლები, მე პირადად, თქვენი ტერორის ქვეშ მოყოლილი ადამიანი ვარ...", - უთხრა მას გია კორკოტაშვილმა, რაზეც კოტე იოსელიანმა უპასუხა:
კოტე იოსელიანი: "თქვენ ნამდვილად არ ხართ ტერორის ქვეშ მოყოლილი, თქვენ რომ ტერორის ქვეშ ყოფილიყავით მოყოლილი, საფულის ქურდობის გამო დაგაკავებდნენ და დაგაპატიმრებდნენ..."