ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა მომავალი არჩევნების დროს იქნება უმჯობესი

Image

უკეთესი იქნება, თუ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებიდან აირჩევენ, - ამის შესახებ ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, ამიტომ ეს მოსაზრება გავითვალისწინეთ და მივიჩნევთ, რომ ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ცვლილებები ახლავე არ განხორციელებულიყო.

 

საქართველოს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მალე იქნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. უკეთესი იქნება, თუ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებიდან აირჩევენ და არა ახლა“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს, ბუკიკიო ამ საკითხზე ამბობს, რომ თავად ასე არ ფიქრობს.

 

„არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა ევროპის ყველა თუ არა, ბევრ ქვეყანაში ხდება, სადაც საპარლამენტო სისტემაა“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.

 

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, ბუკიკიო ამბობს, რომ ამ ტიპის ორგანოებზე კონსტიტუციაში ჩანაწერი არ არის.

 

„ეს არის საზოგადოების არჩევანი და მათ უნდა გადაწყვიტონ, ჰქონდეთ თუ არა ეს ორგანო. ვინ შევა უშიშროების საბჭოში ან ვინ უხელმძღვანელებს მას“, - ამბობს ჯანი ბუკიკიო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !