ავსტრიის პოლიცია: 2009-ში ქართულ ოპოზიციას მაფია აფინანსებდა

Image

გასულ წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა სახელწოდებით “იავა”.

 

სპეცოპერაციისას რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, რადგან მაფიის მთავარი წარმომადგენლები ვენაში მოქმედებდნენ. ყველაზე მეტი - 25 ადამიანი - სწორედ ავსტრიაში დააკავეს.

 

"ტაბულა" აქვეყნებს ინტერვიუს ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერნსტ გაიგერთან.

 

ის "იავას" შესახებ საუბრობს და ასევე, ადასტურებს, რომ 2009 წელს თბილისში მიმდინარე აქციებს მაფიის წევრები აფინანსებდნენ.

 

-თუ შეგიძლიათ, აღწეროთ ქართული მაფიის ამჟამინდელი მდგომარეობა ავსტრიაში შარშანდელი დიდი ოპერაციების შემდეგ?

 

-ამ დროისთვის სიწყნარეა. გარდამტეხი ოპერაცია "იავა" იყო 2010 წელს, როდესაც დაახლოებით 25 ადამიანი დავაკავეთ საქართველოდან, ასევე ორი კანონიერი ქურდი ვენაში. ოპერაცია "იავა" მიმართული იყო ქართული ორგანიზებული დანაშაულის წამყვანი ბირთვის წინააღმდეგ ევროპაში. მას შემდეგ ვენაში ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ქურდობის, მათ შორის ბინის ძარცვის, შემთხვევები შემცირდა.

 

-რა ტიპის დანაშაულს სჩადიოდნენ ძირითადად ქართველი დამნაშავეები?

 

-უმეტესად, რასაც ქართველი კრიმინალები აკეთებდნენ, იყო სახლებში შესვლა გაქურდვის მიზნით და მაღაზიების გაქურდვა. ეს ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ხდებოდა. სავაჭრო ცენტრებში ქურდობდნენ. ძალიან ძვირფას საქონელს იპარავდნენ. ეს იყო ერთი მიმართულება. მეორე, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა საზოგადოებას, სახლებში შეჭრა და ძვირფასეულობის, ფულის, ელექტროდანადგარების და სხვა ნივთების მოპარვა იყო.

 

ამ ყველაფერს უმეტესად ვენაში აკეთებდნენ, თუმცა ავსტრიის სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, დასავლეთ ავსტრიაში, ინსბრუკში, ორგანიზებული დანაშაულის ბევრი შემთხვევა გვქონდა. მათ ჰყავთ ხალხი - ლიდერები და ჯარისკაცები. სწორედ ეს ჯარისკაცები ქურდობენ.

 

-ვინ არიან ლიდერები? კანონიერი ქურდები, თუ ვინმე სხვა არის მათ შორის - ქურდებსა და ე.წ. ჯარისკაცებს შორის?

 

-მათ მთელი იერარქია ჰქონდათ, რომლის სათავეშიც კანონიერი ქურდები იყვნენ. ასეთი ავსტრიაში ორი იყო. ისინი დავაკავეთ და ამჟამად ავსტრიის ციხეში არიან. ქურდებსა და ჯარისკაცებს შორის სხვებიც არიან.

 

ჯარისკაცების ზემდგომები ლიდერები არიან, ვინც დაზვერვით სამუშაოს ასრულებს და ბრძანებებს აძლევს და აკონტროლებს ამ ჯარისკაცებს. სხვები უკვე მოპარულ საქონელზე იღებენ პასუხისმგებლობას. ნაწილს სახლში გზავნიდნენ, სხვას ვენაში ყიდდნენ ან მეზობელ ქვეყნებში გაჰქონდათ და იქ ასაღებდნენ.

 

ქართული ჯგუფი ევროპაში ქსელი იყო. ისინი ერთად მუშაობდნენ - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

 

ოპერაცია "იავას" დროს ამ ქვეყნებში ჩხრეკის დაახლოებით 150 ორდერი გაიცა და ადამიანები ყველგან დააკავეს.

 

-ქართული მაფია თანამშრომლობდა რუსულ მაფიასთან?

 

-ჩვენ ასეთი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს.

 

-სხვა მაფიოზურ დაჯგუფებებთან?

 

-არა. ქართული მაფია ჩაკეტილი ეთნიკური ჯგუფი იყო, რომელიც მხოლოდ ავსტრიაში კი არ მოქმედებდა, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში. მათ კავშირები მთელ ევროპაში ჰქონდათ. თუმცა, ისინი არც რუსულ და არც დასავლეთბალკანურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან არ თანამშრომლობდნენ.

 

-გასული წლის ანგარიშში საუბარია ქართული მაფიის კავშირებზე ქართულ ოპოზიციასთან და აღნიშნულია, რომ ისინი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებს აფინანსებდნენ. რას ეფუძნება ეს ინფორმაცია?

 

-ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ქართული მაფია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგი იყო და სურდა, ოპოზიციას დახმარებოდა, ვინაიდან ოპოზიციონერებს შორის მეგობრები ჰყავდა.

 

-როგორ ეხმარებოდნენ ოპოზიციას?

 

-ფულს უგზავნიდნენ, მათი პოლიტიკური მიზნისთვის ფულს აძლევდნენ.

 

-პირდაპირ საქართველოში აგზავნიდნენ ფულს, თუ რუსეთში მყოფი შუამავლების მეშვეობით? მახსოვს, ანგარიშში ნახსენები იყო იგორ გიორგაძის სახელიც. რუსეთი ამაში მონაწილეობდა?

 

-შუამავლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე სახელები არა მაქვს. არც ის ვიცი, რუსები თუ იყვნენ ჩართულები, თუმცა ვიცი, რომ ოპოზიცია რუსეთისადმი მეგობრულად იყო განწყობილი.

 

-ოპერაცია "იავას" შემდეგ თუ შეიცვალა ქართული მაფიის მოქმედების მანერა ავსტრიაში და მთლიანად ევროპაში? საერთოდ, პირველად როდის გამოჩნდა ქართული მაფია ავსტრიაში და როგორ აწარმოებდით ბრძოლას მის წინააღმდეგ?

 

-ისინი ავსტრიაში მრავალი წლის წინ გამოჩნდნენ. 2005 წლისთვის უკვე საკმაოდ აქტიურები იყვნენ და მათ წინააღმდეგ პირველი ოპერაციაც 2005-ში ჩატარდა. მაშინაც იმავეს აკეთებდნენ - ფულს ქურდობითა და სახლების ძარცვით შოულობდნენ, თუმცა სხვა ტიპის დანაშაულს - მკვლელობებს, თავდასხმებს, არ სჩადიოდნენ. მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ქურდობა და ბინების ძარცვა იყო და ეს საქმიანობა არც შეუცვლიათ.

 

2010 წლის შემდეგ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობები მცირდება. ისევ არის ქართველების მიერ ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, თუმცა უწინდელივით კარგად ორგანიზებული და იმ ოდენობით აღარ არის. სტრუქტურამ საკუთარი თავის რეგენერირება ვერ შეძლო.

 

-ქართულ პოლიციასთან თუ თანამშრომლობთ? ქართველი კრიმინალების საქართველოში ექსტრადირება თუ ხდება?

 

-დიახ, ექსტრადირება ხდება, თუ ეს ლეგალურია. თუმცა, იმ დამნაშავეთა ექსტრადირების უფლება, ვისაც თავშესაფარი აქვს მიღებული, არა გვაქვს. ეს, რასაკვირველია, პრობლემაა.

 

ჩვენ საქართველოსთან ძირითადად პოლიციის დონეზე ვთანამშრომლობთ. ჩვენ მეკავშირე ოფიცერი გვყავს საქართველოში და ქართველებს კი თავიანთი მეკავშირე ოფიცერი აქ, ვენაში ჰყავთ. ამ მეკავშირე ოფიცრების დახმარებით ხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოძიებების ჩატარება.

 

"ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !