-
2017-06-14 09:23
საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეს ეხმაურება. განცხადება მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
პრეზიდენტის შვილი გამართულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხალხს არებული მდგომარეობა ყელში ამოუვიდა.
"უკვე იმდენად ხშირი გახდა, რომ, ალბათ, ხალხსაც ყელში ამოუვიდა და ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი... გახშირდა ძალიან ეს მოვლენები და იმიტომ. ძალიან ხშირად მესმის უკვე ეს თემები და მგონი, ყველას გვყავს ნაცნობი, ვისაც ან ჩაუდეს ან იმის ახლობელს ჩაუდეს,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.