-
2017-05-17 14:16
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ნილ სკოტის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მორიგი შეხვედრა სოხუმში გაიმართა. "პირველი" ინფორმაციას "АпсныПресс-ზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"მოდით, მოვილაპარაკოთ ასე: თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! და თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნება. საქართველო იძულებული იქნება, გვაღიაროს. არ გვინდა მარტო დახმარება - გამოდის, რომ გვმართავთ, არ გვაძლევთ ჩარჩოებიდან გამოსვლის საშუალებას. რუსეთის ფედერაციაც ძალიან გვეხმარება",- ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს მხარდაჭერით 3 ორგანიზაცია საქმიანობს - სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.