„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

Image

ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.  ამის შესახებ შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადეს. 

მათივე თქმით,  განცხადება კომისიის დატოვების შესახებ კანცელარიას დღეს ჩაბარდება და შემდეგ საკონსტიტუციო კომისიას გადაეგზავნება.

 

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ვარიანტი ემსახურება არა სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზანს, არამედ სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებელ და მეტად დიდ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო ძალას.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და პრეზიდენტის უფლებამონიჭებებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის რეალური უფლებამოსილებებისაგან დაცლისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მასზე პოლიტიკური კონტროლის განზრახვას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს გააცნო.

 

მისივე თქმით,  მთლიანობაში ცვლილებები მიმართულია სახელისუფლო ძალის ხელში სახელმწიფო ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბ კონცენტრაციას, რაც დამაზიანებელი იქნება ქვეყნის დემოკრატიული მოწყობისათვის.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კომისიის მუშაობაში გამოხატული ინიციატივები და სრულიად უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა, თუ სახალხო დამცველის მოსაზრებები.

 

„ეს გვარწმუნებს,  რომ კომისია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არაფართო კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისათვის რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე აქედან გამომდინარე, და ასევე იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ რიცხოვნობა კომისიაში დომინანტია, კანონპროექტის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებლობა არ გვექნება გავლენა მოვახდინოთ კენჭისყრის შედეგებზე.

 

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვტოვებთ კომისიას. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ამ კანონპროექტის ავტორს,  ერთადერთ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !