-
2017-03-06 16:04
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან რუსთავი2-ის საქმეზე სწრაფ რეაგირებას მოულოდნელს უწოდებს და ეჭვობს, რომ რუსთავი 2-მა შესაძლოა, იმედის დარბევის კადრები გაგზავნა.
„რა თქმა უნდა ჩემთვისაც და მე მგონი ყველასთვის უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან, როგორც ჩანს მართლა შეშფოთდა და შეშინდა. შეიძლება რუსთავი2-მა იმედის დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა.
არ ვიცი ახლა მე ვფიქრობ ამას. მართლაც ასეთ სწრაფი უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო. მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ კარგია რომ ეს დარჩა სამართლებრივ სივრცეში,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.