-
2017-03-04 01:13
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა, სამაუწყებლო კომპანია "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:
"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში.
პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური." - ინფორმაციას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს.