-
2017-01-12 17:20
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა მათ შორისაა, ვინც 12 იანვარს ენმ დატოვა და ახალ პარტიაში გადადის. ენმ-ს ცენტრალური ოფისის წინ გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ გული ტკივა, მაგრამ "უნდა მოვიკლათ წარსულ დროებზედ ფიქრი".
"... მე გული მტკივა იმიტომ, რომ მჯეროდა, თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, რომელსაც დღეს სხვაგან ვხედავ, ჰქონდა იმის განცდა, რომ საერთო ინტერესს გამოვნახავდით, საერთო ინტერესი არის ქვეყანა. მაგრამ არ ვაპირებ ენის მოჩლექას და თავის დამცირებას, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას წერს და რას პრუტუნებს. აღარ არის ენის მოჩლექის დრო, უნდა გავიაროთ ეს გზა და მივხედოთ რეალურ საქმეებს. რეალური საქმე არის, როდესაც ეკონომიკა კოლაფსშია, როდესაც კრიმინალი იზრდება და კაციშვილი პატრონი ქვეყანას არ ჰყავს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.