
საზოგადებრივი მოძრაობა "ივერიის" წევრი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ენმ-დან ლიდერებისა და წევრების ნაწილის გასვლას ეხმიანება და წერს, რომ ეს უღირსი წასვლა იყო.
"როდესაც ოჯახი ინგრევა, ან კომპანია იშლება, ყველაზე მძიმე საყურებელია როდესაც ერთ ერთი, ყოფილ პარტნიორთაგან, იწყებს მეორე პარტნიორის ლანძღვას, განქიქებას და ყველაფრის მასზე დაბრალებას. ოჯახშიც, ფირმაშიც და პარტიაშიც თუ რამე ცუდი ხდება, ეს პარტნიორების თანაბარი პასუხისმგებლობის საკითხია.
ჯართს რომ უწოდებ სააკაშვილს, იგივეა გაშორებულ ქმარს ცოლმა იმპოტენტობა დააბრალოს მაშინ, როცა შვილების მთელი ინკუბატორი ჰყავს.
ცოტა ღირსეულად ვერ წახვიდოდით, დალოცვილებო?", - წერს "ფეისბუქზე" მამუკა გამყრელიძე.