
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ენმ-ს ქალთა რაიონული ორგანიზაციების უმრავლესობა უერთდება და მხარს უჭერს 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას.
ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში განაცხადა. ბრიფინგზე ქალთა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ყრილობას უჭერენ მხარს.
"ჩვენ, ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის რაიონული თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა, ისევე, როგორც მმართველი საბჭო და ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები, დღევანდელი განცხადებით, ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ 20 იანვრის ყრილობას, აქტიურად ვართ ჩართული მისი მომზადების პროცესში და გვჯერა, რომ ეს ყრილობა გახდება ენმ-ის განახლების, განვითარების და საბოლოო გამარჯვების საწინდარი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.